ტბა ,,პაპანწყურე“
ხობის მუნიციპილიტეტი, ხეთის ადმინისტრაციული ერთეული, ულამაზესი ტბა ,,პაპანწყურე“
ფოტო: ირაკლი შონია#ხობი
#ხეთა
#პაპანწყურე
#პაპანწყვილი
#სამეგრელო
#საქართველო
#ხობჟიდოშე
გაზეთი: ,,სახალხო გაზეთი’’, 1912 წ. 11 მაისი, N596
სოფელი ხეთა (ზუგდიდის მაზრა)
უკვე თვე სრულდება, რაც წვიმს. ამით ხვნა-თესვას შეუშალა ხელი. ნათეს მიწებში წყალი სდგას. თუ ასე გაგრძელდება მოსალოდნელია შიმშილობა.
ჩვენში არის ერთი პატარა ტბა, რომელსაც სახელად ჰქვიან ,,პაპანწყვირე’’. ეს სახელი მეგრულია და ქართულად კი გამოითქმება ,,მღვდლის ნაქცევი’’. ტბა ღრმა არის, ზომით ერთი ქცევა იქნება. მოთავსებულია ფრიალო კლდეებს შუა. რამდენიმე წლის წინეთ გაუზომიათ მისი სიღრმე ადგილობრივ მოვაჭრეებს, ნავით შეცურებულან შუა-გულ წყალში და 100 საჟენიანი 10 გირვანქიანი გირი მობმული ბაწარი ჩაუშვიათ, მაგრამ ტბის ძარამდე ვერ დაუწვდენიათ.
ალექსანდრე გოგინავა