ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის ზემო საფარცვანიოს უბანში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად 112 მეტრზე მოეწყობა გაბიონი. სამუშაოები, საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 43889 ლარს შეადგენს. სოფელ ხამისკურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.