ხობში შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


✅ქალაქ ხობში ცოტნე დადიანის N185-ში მდებარე შენობის დაზიანებული სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
✅მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
✅ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 373 224 ლარს შეადგენს.