მარწყვის სასათბურე მეურნეობა „შამათია“ (video)


ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მარწყვის სასათბურე მეურნეობა „შამათია“, კოოპერატივის თავმჯდომარესთან, ირაკლი თოდუასთან ერთად დაათვალიერეს. კოოპერატივმა „შამათიამ“ ENPARD-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ ფარგლებში მიღებული გრანტით და საკუთარი ფინანსური სახსრებით სასათბურე მეურნეობა მოაწყო. კოოპერატივის თავმჯდომარის ინფორმაციით მარწყვის მოვლა-კრეფაში 10-მდე ადგილობრივია დასაქმებული; მოსავალი ყოველ წელს იზრდება და წელს 12 ტონამდე მოსავალს ელიან.