1924 წელს ბოლშევიკებმა დაანგრიეს ნოჯიხევის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია, პირველ სურათზე ამ ტაძრის მოძღვრის გარიელ სიჭინავას საფლავის ქვაა, რომლის წარწერის მიხედვით, ის შენდობას ითხოვს წამკითხველებისგან; სასაფლაო ტაძრის გარეშე მეტად მძიმე ფიქრებს ბადებს. შენდობა კი ყველას-გარდასულებს და ცოცხლებსაც გვჭირდება. გუშინ 17 მაისს ხობის მონასტრის მოძღვარმა მამა ილიამ ჩვენი სასაფლაო აკურთხა, მოიხსენია ჩვენი მიცვალებულები. ღმერთმა სიკეთე მისცეს მასა და მის ოჯახს!
გოგიტა ჩიტაია