პირველ მაისში გაბიონი კეთდება (ვიდეო)


  ✅ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში მდინარე მუნჩიასთან ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს
 ✅ინფრასტრუქტურული პროექტი, საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება და მას შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს
 ✅პროექტის შესაბამისად 220 მეტრზე მოეწყობა გაბიონი, რაზეც 171 000 ლარამდე დაიხარჯება
✅სოფელ საკვიკვინიოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ
✅გაბიონის მოწყობის შემდეგ მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და გზის მონაკვეთი დაცული იქნება დატბორვისგან და ჩამოშლისგან.