საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ვეტერანი ფეხბურთელებისთვის სასაჩუქრე პაკეტების გადაცემა გრძელდება. ვეტერან სპორტსმენებს „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ საჩუქარი გადაეცათ. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ დირექტორმა ბორის ბერაიამ ვეტერან ფეხბურთელებს ამაღლების დღესასწაული მიულოცეს, დიდხანს სიცოცხლე უსურვეს და საჩუქრები გადასცეს. 16 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხობის „კოლხეთის“ ვეტერან ფეხბურთელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი - პირველადი მოხმარების კვების პროდუქტების პაკეტი გადაეცათ