პორფილე გაბელიას ფოტო ხობის ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმიდან (სამეგრელო) |
პორფილე გაბელია წარმოშობით სენაკელი კაცი იყო.
დაბადების თარიღი: 1891
გარდაცვ. თარიღი: 1938 (47 წლის ასაკში)
ახალგაზრდობაში მღეროდა რემა შემგელიასთან ერთად; 18 წლის ასაკში ძუკუ ლოლუას გუნდის წევრი გახდა; 1907-1916წწ. დაუახლოვდა ჩავლეიშვილებსა და ალექსანდრე მახარაძეს, მათგან ხშირად ისმენდა სიმღერებს, რომელთაც სწრაფად ითვისებდა; ავქსენტი მეგრელიძის გუნდებშიც მღეროდა; მალე ბათუმში გაემგზავრა და ჯონდი რურუასთან ერთად გუნდი ჩამოაყალიბა; ხშირად იმართებოდა კონცერტები, მასში მონაწილეობდნენ მუშები, რომელთაც უყვარდათ ხალხური სიმღერები და სათუთად ეკიდებოდნენ ამ საქმეს; გულრიფშში(სოხუმი) სანდრო ოჩიგავასთან ერთად ჩამოაყალიბა გუნდი; 1934 წელს ხობის რაიონული გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა; მართავდა კონცერტებს როგორც ხობში, ასევე ზუგდიდში, ახალსენაკში, ბათუმში, სოხუმში, ბორჯომში; 1937 წელს მეოთხე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გუნდი სასახელოდ გამოვიდა და გაიმარჯვა; ლოტბარი.
წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 68