ხობის მუნიციპალიტეტის
თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო.
გაზსადენის მშენებლობის
პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
პროექტს, რომლის სახელშეკრულებო
ღირებულებაც 888 ათასი ლარია, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.
სამშენებლო სამუშაოების
დასრულების შემდეგ 400-ზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.