მშვიდობით მოძღვარო!
მიხეილ (მიშა) ბასილაია
კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანი გადავიდა მარადისობაში. მიშა მასწავლებელო! (ასე მიმართავდა ყველა-დიდი და პატარა). მიშა ბასილაია მათემატიკის გამორჩეული მასწავლებელი, თავისი საქმის ბრწყინვალე ოსტატი, მრავალი თაობის აღმზრდელი და მოძღვარი გახლდათ. იგი ახალი ხიბულის საშუალო სკოლის უფროსი თაობის უკანასკნელი ,,მოჰიკანი’’ ბრძანდებოდა. თითქმის ოთხმოცდაათი წელი იცხოვრა, ბოლომდე შეინარჩუნა საღი აზროვნება და ნათელი გონება. თავის მეუღლესთან, უნიჭიერეს ფიზიკოსთან სულმნათ ეთერ ჯოჯუასთან ერთად ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდას.
მიშა მასწავლებელი ბრძანდებოდა მაღალი ზნეობის პიროვნება, ვისაც მის ხელში გაუვლია ყველა დამემოწმება მის უბრალოებაში, პროფესიონალიზმში. წლების განმავლობაში პოლიტექნიკური ინსტიტუტის მისაღები კომისიის წევრი გახლდათ. საზოგადოებამ იგი ხობის საპატიო მოქალაქედ აირჩია. იყო მუდამ სალმიანი, ღიმილიანი, საოცარი იუმორის მქონე. მასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიამოვნება და სიხარული იყო.
შარშან მისი ყოფილი მოსწავლეების ერთი ჯგუფი შინ ვეწვიეთ და იუბილე მივულოცეთ. ბევრი რამ მოვიგონეთ, იყო იუმორი, სიხალისე, თვითონაც ძალიან ენამზეობდა, ბოლოს მაინც ჩვეული იუმორით მითხრა-,,ბიძი, შენთვის ხუთიანი არასდროს დამიწერია, მაგრამ შეცდომას გამოვასწორებ და დღეს ფრიადს გიწერო’’. ამაზე ბევრი ვიცინეთ.
დასანანია, რომ დღეს ხიბულის საშუალო სკოლის პედაგოგთა უფროსი თაობიდან არავინ არ არის დარჩენილი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები! არ შემიძლია არ აღვნიშნო სულმნათი გერმანე ჯანჯღავას, ავთანდილ (ავთა) უგულავას და მიშა ბასილაიას-ამ ,,სამი მუშკეტერის’’ ურთიერთობა, მათზე ლეგენდები დადიოდა.
ჩვენ, ყველა თაობის ყოფილ მოსწავლეებს გვეამაყება, რომ ისეთი დიდებული ადამიანების ხელში აღვიზარდეთ, რომელთა თავკაცი გახლდათ შესანიშნავი პიროვნება და მასწავლებელი ბატონი კარლო ვარდია. მინდა ყველა მათგანის სულებს მოვეფერო!
ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს თქვენი სული მიშა მასწავლებელო!
ბეჟან ნადარაია

ქართულ მატიანეში, ქართულ სულიერ სამკვიდრებელში არიან დიდ საქმეთა შეწირულთა პლეადა, რომლებმაც სამუდამოდ დაიკავეს ცოდნის ტაძარში, მეცნიერების საუფლოში.
ეს თქვენ ბრძანდებით პატივცემულო მიშა მასწავლებელო, თქვენ, ვინაც მთელი თქვენი ცხოვრებით, ნიჭით, ენერგიით, რუდუნებით, ძალისხმევით, ზღვა სიყვარულით ათეული წლების განმავლობაში ერთგულად, უპატიოსნესად, მაღალი პროფესიონალიზმით ატარეთ მოძღვარის ეკლიანი გვირგვინი. თქვენ მთელი თქვენი შემართებით, ძალისხმევით, პედაგოგიური ალღოთი და ნიჭით მჩქეფარე სიცოცხლე შესწირეთ ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების აღზრდას. თაობისას, რომლებიც დღეს საქართველოში და მის გარეთაც თქვენი შთაგონებით ქმნიან სახელოვანი ქართველობის, ადამიანობის იმიჯსა და მენტალიტეტს. თეთრად გათენებული ღამეები, ფრთაგაშლილი ფიქრით და ოცნებებით, მეცნიერების საუფლოში დავანებული ღამეები, ათეულობით დაკვალიანებული, დაფრთიანებული ახალგაზრდობა - აი თქვენი ნამოღვაწარი მიშა მასწავლებელო . დასაფასებელი, მოსაფერებელი და დაფნის გვირგვინით შესამკობი:. . . . .. . . თქვენი სიტყვა საქმიანით ყოველთვის იყავით პირადი მაგალითის მიმცემი, იმისა თუ როგორი უნდა იყოს თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი თქვენი ალალი შრომით, მომავალ თაობაზე ბოლომდე დახარჯვით, მოყვასის სიყვარულით, მარად უკვდავი იქნებით სანამ იარსებებს ის სკოლა, რომლის კედლებში თქვენ ნახევარი საუკუნე იმოღვაწეთ. თქვენი სახელი მარად დაუვიწყარი იქნება , რადგან მის კედლებში ჩაფერლეთ მთელი თქვენი სიცოცხლე, წვა და ენერგია რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
მთელი ხიბულა მოგსტირით, მისი ყველა უბნით, მთელს რაიონს ეტკინა გული . . . . . .
ღმერთმა ნათელში გამყოფოთ, მსუბუქი ყოფილიყოს მშობლიური ხიბულის მიწა. . .