ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს


ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის და შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.
ზემო ქვალონში 4.4-კილომეტრიანი გზის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, ხოლო შუა ხორგაში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობა მიმდინარეობს.
ბაღის მოწყობაზე 400 ათასი, ხოლო გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონ 425  ათას ლარამდე (მეორე ეტაპი - 625 000) დაიხარჯება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.