საკრებულოს სხდომა (video)


28 აპრილს, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30დეკემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემცირდა ხარჯები 237,3 ათასი ლარით. ხოლო გამოთავისუფლებული 237,3 ათასი ლარი მიიმართა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. ასევე ბიუჯეტში 875,3 ათასი ლარით გაიზარდა შემოსავლები „გრანტებიდან“ (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან) და თანხა მიიმართა პრიორიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციაზე. საკრებულოს განკარგულებით „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ქ. ხობში ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული, ახალ აშენებული შენობა-ნაგებობა გადაუდებელი სასწრაფო დახმარებისა და ამბულატორიული მომსახურების მიწოდებისთვის მიზნით უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს, შემდგომში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გადასაცემად. სხდომაზე ბოლო საკითხად განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, 3 წლის ვადით გადაეცა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე შენობის ორი ოთახი. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.