სოციალურ ქსელში ფილოლოგი ჯულიეტა ქვარაია საკუთარ გვერდზე ეხმიანება ქართული საზოგადოების წინაშე დამდგარ ეკლესიაში ღვთისმსახურების დასწრება არ დასწრების საკითს, გთავაზობთ აღნისშნულ პოსტს უცვლელი სახით:
ასე თქვი, ისე თქვი, ბრმად მორწმუნეობა დამღუპველია, კატასტროფა ყოფილა, როცა არ გაქვს გააზრებული, რა გწამს, რისი გჯერა და რატომ. ვერც კამათს უძლებ, ვერც ბიბლიიდან განამტკიცებ შენს რადიკალურ პოზიციას, ჯიუტი ბავშვის ფეხების ბაკუნით ამტკიცებ, რომ მორწმუნე ხარ და ურწმუნონი გერჩიან, მორწმუნენო, არავინ გვიშლის რწმენას, ახლა რიტუალებზეა საუბარი, მხოლოდ რიტუალებზე, რადგან ამ სიჯიუტემ შეიძლება წარმოუდგენელი ზიანი მოგვიტანოს. მე ვერ ვპოულობ სიტყვას, რა ქვია ამას?! სად არის თავმდაბლობა, თვინიერება, სიმშვიდე... ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არ ვიქებ თავს დიდმორწმუნედ, ვლოცულობ ხშირად, შევთხოვ, და ვმადლობ უფალს, მიყვარს უფალი ჩემთვის, ჩემს ფიქრებში, თქვენ წარმოიდგინეთ, სწამს ჩემს არაქრისტიან დიასახლისსაც, სასწაულად სწამს, როცა ჩემს ღვთისმშობლის ხატს დაბანილი ხელებით მიახლება და სიკეთის განსახიერებაა ქმედებაშიც... ჩემი აზრით, ერთმანეთისაც უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს ადამიანებს, ადამიანების უნდა გვწამდეს, ექიმებს და მეცნიერებს რომ თავი დავანებოთ. იშვიათად ვამბობ აქედან, ამაზეც ვიფიქრე ბევრი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ ითმენ. ჭკუის სწავლება არ მიყვარს, ეს ჩემი გულწრფელი ემოციებია. მორწმუნეთა და არამორწმუნეთა ბანაკების არ მწამს, უფლის სახელით, ეკლესიებში სიარულით, რიტუალებზე დასწრების სიხშირით, (მეც ვაკეთებ) მანიპულირების არ მწამს, ზიარების შემდეგ აღგზნებული ინტერვიუების არ მჯერა, სხვას რომ უნდა უჩვენოს სიმამაცე... რწმენა ინდივიდუალურია, ვლოცულიბ ყველგან, სადაც მოდის ეს სურვილი. როგორ? გაგიკვირდებათ ამ პოსტის ავტორისგან და ზეპირად ვიცი... ვფიქრობ, სახლში რომ ვრჩები, ამის გამო ღმერთი არ დამსჯის, არც ბებიაჩემს შურას დასჯიდა რომელიც, არასოდეს წასულა ეკლესიაში, რადგან არ არსებობდა მოქმედი ეკლესია, მაგრამ ყოველღამე და ყოველდილას ლოცულობდა, სანთელს ანთებდა და საკურთხებს აკეთებდა...არ იყო მაშინ ეკლესიები, მაგრამ ღმერთი იყო. არ მჯერა მაამებლების, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ უნდა ვიქცეოდეთ ყველა ერთად, სხვადასხვა პოზიციის ადამიანები და აქ სხვა რამეს ამბობენ, გასაგებია რატომაც, მაგრამ არ ღირს, ნამდვილად არ ღირს!