კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს პროდუქტები გადაეცათ


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, პანდემიასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ, 70 წელს გადაცილებულ 96 დევნილ, რომლებიც განსაკუთებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან,  პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები გადაეცათ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კვების პროდუქტებს, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები, 70 წელს გადაცილებული 3000-მდე დევნილი მიიღებს.