ხობის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი სააღდგომო ნობათი გადაეცათ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია უმწეოთა სასადილოს ეწვივნენ და ბენეფიციარებზე პროდუქტების გაცემის პროცესს გაეცნენ.
„სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში საჩუქრები 90 ბენეფიციარს გადაეცა. პროგრამა ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.