ხობის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად
მიმდინარეობს. კოლხეთის უბანში საგაზაფხულო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის
მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ხობის მუნიციპალიტეტის
მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში დამუშავებულია 3000
ჰექტარი მიწა.
,,სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს კარგად, ამინდის მხრივ
გაგვიმართლა, თუ შევადარებთ შარშანდელ მონაცემებს, გასულ წელს ამ დროისთვის
დამუშავებული იყო სულ 200 ჰექტარი, წელს უკვე დამუშავებულია 3000 ჰექტარი და
სამუშაოები გრძელდება. ერთადერთი პრობლემა რაც გვრჩება ეს არის ტექნიკის დამატება,
რაზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“ - განაცხადა ალექსანდრე
მოწერელიამ.
ალექსანდრე მოწერელიამ აკაკი მალანიას ფართობიც
დაათვალიერა. ახალგაზრდა ფერმერი მშობლიურ მუნიციპალიტეტს პანდემიის შემდეგ
დაუბრუნდა. ფერმერი, ხობში სიმინდის მოყვანას, დაფნის და მოცვის გაშენებას
გეგმავს.