ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში,
მოქალაქეთა
უსაფრთხოების მიზნით, ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩის ტროტუარები სპეციალური სადეზინფექციო
ხსნარით მოირეცხა.
სამუშაო პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე
მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
სადეზინფექციო სამუშაოები შპს ,,ხობი დასუფთავება და განათებამ“ და შინაგან
საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.
ქალაქ ხობში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება და უწყებათაშორისი საკოორდინაციო
საბჭოს რეკომენდებული სპეციალური ხსნარით სხვა ქუჩებიც მოირეცხება.
#StopCov
#დარჩითსახლში