ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში, სურსათის, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი პროდუქტების მომარაგებაში (ტრანსპორტირება) მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ეხმარებიან. ხოლო, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ. დღევანდელი მონაცემებით, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა 200-ზე მეტ ოჯახს გაუწიეს სხვადასხვა სახის დახმარება. მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნამდე, ჩვეულ რეჟიმში დაეხმარებიან მოსახლეობას.