მალხაზ გაბისონია პირველ მაისში შვიდ ოჯახს დაეხმარა

ხობის მუნიციპალიტეტში პანდემიის პირობებში  არაერთი  სოციალური კამპანია დაიწყო. საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო  ადგილობრივი ხელისუფლება,  ბიზნესმენები, ინდმეწარმეები, პედაგოგები, რიგითი ხობელები. შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი.
  დღეს,  ინდმეწარმე  და ფერმერი მალხაზ გაბისონია, 7  უმწეო და პენსიონერ   ოჯახს დაეხმარა.  მან და მისმა მეუღლემ მანანა კვარაცხელიამ  ზემოთხსენებულ ოჯახებს  ერთი ტომარა ფქვილი, ზეთი, შაქარი, დროჟი და ბრინჯი გადასცეს.

   ინდმეწარმეს ნობათების დარიგებაში   მერის წარმომადგენელი პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში  მარინე ლაგვილავა  და საკრებულოს დეპუტატი გოჩა ჯობავა  დაეხმარნენ.
  კმაყოფილი ოჯახები მადლობას უხდიან მალხაზ გაბისონიას და იმედი აქვთ კიდევ ბევრ ბეზნესმენს და  მეწარმეს გაუჩნდება სურვილი მსგავსი სახის დახმარება გაუწიოს იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

ავტორი: ირინა ფილიპია