ქ. ფოთისა და ხობის სასაფლაოებზე ეპარქიის სამღვდელოებამ აღასრულა გარდაცვლილთა მოსახსენებელი პანაშვიდები და აკურთხა საფლავები!
20 აპრილი, 2020 წელი.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის კურთხევით, ბრწყინვალე აღდგომის დდღესასწაულის მომდევნო ორშაბათს (20.04.20.) ქ. ფოთისა და ხობის სასაფლაოებზე ეპარქიის სამღვდელოებამ აღასრულა გარდაცვლილთა მოსახსენებელი პანაშვიდები და აკურთხა საფლავები!
მეუფე გრიგოლის კურთხევით, მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის თანახმად, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, 28 აპრილს, შესრულდება გარდაცვლილთა მოსახსენებელი მსახურებები რომლის დროსაც სახელობითად იქნებიან მოხსენიებულნი ისინი, რომელთა მოსახსენებელი იქნება ტაძრებში; ამიტომ, მართლმადიდებლაბასა შინა აღსრულებულ ქრისტიანთა ჭირისუფალთ შეუძლიათ შეადგინონ მათი გარდაცვლილი ნათესავებისა და ახლობლების მოსახსენებელი სიები და ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში დატოვონ ეკლესიებში.