️ხობის მუნიციპალიტეტის მერია, ახალ კორონავირუსთან
ბრძოლის ფონდში (StopCoV) თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით, პარტია ,,ქართული
ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივას უერთდება.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის
პირები, სამი თვის განმავლობაში, ხელფასის ერთ მესამედს StopCoV ფონდში გადარიცხავენ.
ამავე ინიციატივას უერთდებიან ხობის მუნიციპალიტეტის
მერიის თანამშრომლები და ხელფასიდან გარკვეულ თანხას პანდემიასთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.