ხობში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტები ურიგდება


ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით შესყიდული კვების პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს. პროდუქტების პაკეტს (ერთი ტომარა პურის ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი) 1419 ოჯახი მიიღებს.
პროდუქტების გაცემის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.
მოწყვლადი ჯგუფებისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 000 ლარამდე დაიხარჯა.
ხობის მუნიციპალიტეტში, პანდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიზნესმენები და მოხალისეთა ჯგუფი სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს ახორციელებენ.