სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა
ალექსანდრე მოწერელიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ სოფელ ძველ ხიბულაში,
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს,
რომლის რეაბილიტაციასაც ფონდი ,,ქართუ“ ახორციელებს.
მემორიალურ სახლ-მუზეუმთან ერთად ფონდი ,,ქართუ“ ძველ ხიბულაში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. კერძოდ, მუზეუმის გვერდით შენდება წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარი. ტერიტორიაზე, ასევე, აშენდება სამრევლო სკოლა და სამრეკლო, მოეწყობა სკვერი.

სოფელში ფონდმა „ქართუმ“ უკვე დასრულდა 60 აღსაზრდელზე
გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, ორსართულიანი საბავშო ბაღის მშენებლობა.