ფრიდონ შონიამ 32 ოჯახს კვების პროდუქტები გადასცა

ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ოცდათორმეტი ოჯახისთვის კვების პროდუქტები ადგილობრივმა მეწარმემ ფრიდონ შონიამ შეიძინა. თითოეულ ოჯახს 50 ლარის ღირებულის პროდუქტების პაკეტი გადაეცა. ხობის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ფრიდონ შონიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისთვის.