ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები 28 ოჯახისთვის კვების პროდუქტები, ადგილობრივმა მეწარმეებმა: სოფიკო ფოცხორაიამ, კახა შამათავამ, ტარიელ ხეცურიანმა, ზური ბიგვავამ და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულმა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა პირადი სახსრებით შეიძინეს. თითოუელ ოჯახს, 80-80 ლარის ღირებულების სასურსათო კალათა გადაეცა. მოქალაქეებს პროდუქტების პაკეტი საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა გადასცა. ხობის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის მეწარმეებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისთვის.