ბოლშევიკური ხელისუფლების გადატრიალების მიზნით 1931 წლის შეთქმულება!


1931 წელს საბჭოთა კავშირში არსებული ბოლშევიკური ხელისუფლების გადატრიალების მიზნით დიდი შეთქმულება დაწყებულა. ხობში არალეგელურად ჩამოსულა ეროვნებით პოლონელი, არმიის ოფიცერი თავის მეუღლესთან ერთად. ისინი დაკავშირებიან ნოჯიხეველ იაკობ ცქირიას. სტუმრები კონსპირაციულად ცხოვრობდნენ-მათ მასპინძლობას რიგ-რიგობით სხვადასხვა ოჯახები უწევდნენ. პირველ ეტაპზე ნოჯიხევის ჯგუფში გაერთიანებულან სილოვან და გუჯა ჩიტაიები, ლუკიანე და ბესა სიჭინავები, შალვა და თეოფანე ღადუები, მიხა და აკაკი ქაქუთიები, ალექსანდრე რევაზის ძე, არონ და ტერენტი გერგაიები, ბიქტორ პავლეს ძე, დავით, ილიკო, ბიკი, მელენტი ცხადაიები, ევტიხი სახეიშვილი... ჯგუფს ხელმძღვანელობდა იაკობ ცქირია. შემდგომ გადასულან საჯიჯაოში, სადაც საიდუმლო კრებებს მართავდნენ კვარაცხელიების ოჯახში. აქ იკრიბებოდნენ: გრიგოლ, არსენა, კაპიტონ და კალისტრატე თირქიები, რაჟდენ აბშილავა, ამბაკო ქუჩულორია, გუგუ ხარბედია, ზარანდიები, შამათავები...

ფოთის ჯგუფში გაერთიანებულნი ყოფილან ხორგელები და ჭალადიდელები: ევსევი ბეგლარის ძე კორტავა, პლატონ (პილა) ბერაია, გალაჯტიონ სურმავა, თომა ლიფონავა, კოლია ნორაკია, გიორგი გვალია, გრიგოლ ერასტის ძე, თევდორე, სოლომონ, ჯეკე და მამია დოლბაიები, ავქსენტი როსტოს ძე ჭაჭია, ლუკა და პავლე ალანიები, გაბრიელ შონია, მიშა ფაცია, მიხა, გუგუ და ჯონჯი ღვამიჩავები, ხუშუ გვარამია, შალიკო ჩხეიძე, ესტატე ლიფონავა, პავლე მალანია... საიდუმლო კრებებს მართავდნენ ირაკლი კორტავას დუქანში და პალიასტომის ტყეში. კრებებს ესწრებოდნენ პორტის მუშები. ერთ-ერთ კრებას ესწრებოდნენ აჭარის წარმომადგენლები.
შეთქმულება გასცა ჯაშუშმა, რომლის ვინაობას არ ვწერთ. იაკობ ცქირია გადაასახლეს, საიდანაც არ დაბრუნებულა, დასაფლევების ადგილი უცნობია. შეთქმულთა სია არასრულია. ბევრი მათგანი 1924 წლის აჯანყების მონაწილეცაა. ეს მოვლენა შესასწავლია. ბევრი კითხვები ჩნდება, მაგრამ ერთი რამ ნათელია-1924 წლის უმძიმესი და უსაშინლესი რეპრესიების შემდეგ, ასეთ მოკლე დროში ხალხი არ ეგუებოდა და კვლავ მზად იყო შებრძოლებოდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას.
ავტორი: ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია