ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების გაცემა დაიწყო. პროდუქტების პაკეტს, ხობის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღის 1149 აღსაზრდელი მიიღებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,პროდუქტები გრაფიკის მიხედვით გაიცემა, ხოლო მოქალაქეთა შორის დისტანციის დაცვას, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და მოხალისეები უზრუნველყოფენ.
პროდუქტების გაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია გაეცნენ.
საბავშვო ბაღებში სამომხმარებლო პროდუქტის გაცემა გაგრძელდება და აღსაზრდელები ახალ პაკეტს ორ კვირაში ისევ მიიღებენ.