მერი ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის ინიციატივით, „ბავშვის უფლებათა კოდექსთან” დაკავშირებით ონლაინ კონფერენცია გაიმართა. სოფიო კილაძემ კოდექსის მიზნებზე, რეგულირების სფეროზე და მუნიციპალიტეტის მერიის როლზე ისაუბრა. ბავშვის უფლებათა კოდექსის ვალდებულებების შესრულების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა შეიქმნას სტრუქტურული ერთეული, რომელიც შეასრულებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ფუნქციებს. კონფერენციაში მუნიციპალიტეტების მერებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია მონაწილეობდა. „ბავშვის უფლებათა კოდექსის” მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით.