დეპუტატი სამუშაო ჯგუფის წევრებს და მოხალისეებს შეხვდა


ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია მერს გოჩა ქაჯაიას, საკრებულოს თავმჯდომარეს ედიშერ ჯობავას, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს და მოხალისეებს შეხვდა.
დეპუტატს, ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ცენტრის დირექტორის განმარტებით, ხობის მუნიციპალიტეტში, საზღვარგარეთიდან ჩამოსული 36 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. ისინი, შესაბამისი სამსახურების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
   მაჟორიტარმა დეპუტატმა კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილ მოხალისეთა ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა აქტიური საქმიანობის გამო და თანადგომას დაჰპირდა.
  მოხალისეთა ჯგუფის წევრები მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ, ბანკომატებთან მოქალაქეთა შორის დისტანციის დაცვას უზრუნველყოფენ, ხანდაზმულ მოქალაქეებთან და მრავალშვილიან ოჯახებთან კი საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიაქვთ.