ხეთაში გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 502 ათასი ლარია. პროექტი გარდამავალია და ის ორ ეტაპად (2020 და 2021 წლებში) განხორციელდება (https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge)
ხეთაში გზის რეაბილიტაციისთვის თანხა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.