#დარჩისახლში - ხობის სოფლის ადმინისტრაციის ჭიშკარი


ხობის სოფელ პირველი მაისში მერის წარმომადგენელმა მარინე ლაგვილავამ ადმინისტრაციის ჭიშკარზე წარწერა გააკეთა „დარჩი სახლში“.

„ეს სხვებისთვის გავაკეთე, თორემ მე და ექიმი შენობაში ვართ და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ვისაც რაიმე პრობლემა აქვს, გვირეკავენ და მივდივართ. ახლა აუცილებელია, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მოვუწოდებ ყველას, დარჩით სახლში“, - გვითხრა მარინე ლაგვილავამ.

საქართველოში ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული 73 ადამიანია. გამოჯანმრთელდა 10.