მოხალისეებმა ბენეფიციარებს საკვები მიუტანეს


ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრებმა უპოვართა სახლის იმ ბენეფიციარებს, რომელთაც  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, სახლში საკვები მიართვეს.
მოხალისეთა ჯგუფის წევრები „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ,  ხანდაზმულ მოქალაქეებთან და მრავალშვილიან ოჯახებთან კი საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიაქვთ.