ორშაბათს, 30 მარტს , ხობის მუნიციპალიტეტის 25-ვე სკოლამდელ დაწესებულებაში დაიწყება კვების პროდუქტების გაცემა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე. პროდუქტი გაიცემა 1149 ბავშვზე. აღსაზრდელებისათვის გადასაცემი სამომხმარებლო (პროდუქტების) პაკეტის საერთო ღირებულება შეადგენს 26 472,96 ლარს.
პროდუქტების გატანას მშობლები შეძლებენ საბავშვო ბაღიდან. პროდუქტები გაიცემა შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რათა ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა ახლო ფიზიკური კონტაქტი.