ბიზნესმენმა თამაზ ბასილაიამ ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200 ოჯახისთვის საკვები პროდუქტები შეიძინა. აღნიშნულ პროდუქტებს (ზეთი, შაქარი, კარტოფილი, კომბოსტო, ერთი ტომარა ფქვილი) მერის წარმომადგენლები მოქალაქეებს სახლში მიუტანენ. პროდუქტების გაცემის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია ესწრებოდნენ. ბიზნესმენის საჩუქარი მრავალშვილიან ოჯახებს, 60 და მეტი ასაკის მარტოხელებს, დედ-მამით ობლებს, დიალიზზე მყოფთ, სამამულო ომის ვეტერანს, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს, 100 და მეტი ასაკის მოქალაქეებს გადაეცემა.