ხობის #1 საჯარო სკოლის დირექციის მოწოდება კორონა ვირუსთან ბრძოლის თაობაზე

COVID – 19 ვირუსით გამოწვულმა პანდემიამ საქართველო მსოფლიო ქვეყნების მსგავსად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა.

ვფიქრობთ, რომ კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში თოთეულმა მოქალაქემ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლოს სასკოლო საზოგადოების სახელით გვინდა დიდი მადლობა ვუთხრათ ხობის მოხალისეთა ჯგუფს რომლებიც ამ კრიტიკულ ვითარებაში ცდილობენ გამოხატონ ხობელებისადმი სოლიდარობა, კეთილი ადამიანების მხარდაჭერით და გვერდში დგომით ეხმარებიან ჩვენს თანაქალაქელებს და არსებული რისკის შემცირებაში შეაქვთ წვლილი.
პირველსკოლელებო, ჩვენო ძვირფასო მშობლებო, თანაქალაქელებო მოგმართავთ თხოვნით და მოგიწოდებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, აქტიურად ჩაერთოთ და დაეხმაროთ ხობელ მოხალისეებს.

გვჯერა, რომ ყველაზე რთული, კრიტიკული და მძიმე პერიოდის გადატანას სწორედ ასეთი თანადგომით შევუმსუბუქებთ ერთმანეთს.
სსიპ ქალაქ ხობის#1 საჯარო სკოლის დირექტორი