ხობის #2 საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური პოსტი აშშ-ს დედაქალაქში მიღებული გამოცდილების თაობაზე


ირაკლი შონია
ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი შონია, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულია. 
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა გამარჯვებულ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ, მასპინძელ ოჯახთან ერთად, ერთი აკადემიური წლის მანძილზე.
პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო. 
ირაკლი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში მიღებული გამოცდილების შესახებ, რასაც გთავაზობთ უცვლელად:
 საჯარო სკოლის მოსწავლეა შესანიშნავი, სიურპრიზებითა და გამოცდილებით სავსე ერთ-ერთი საუკეთესო კვირის დასრულებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შემიძლია საჯაროდ გამოვხატო ის გრძნობები და ემოციები, რამელთაც უბედნიერეს ადამიანად მაქციეს მთელი ამ თავგადასავლის განმავლობაში.

8-14 თებერვალი გავატარე აშშ-ის დედაქალაქ, ვაშინგტონში (15 წლამდე ნიუ-იორკს, რომ ვანიჭებდი მის სტატუსს), ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების სემინარში მონაწილეობის მისაღებად. ძალიან მიხარია, რომ სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში შესაძლებლობა მომეცა: უამრავ საინტერესო და ნიჭიერ ადამიანთან მუშაობის; ბევრი მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი ადგილის (მემორიალნი, მუზეუმნი და ა.შ.) ნახვისა და მათ ფონზე სურათების გადაღების😬😁; კონგრესის შენობაში ფეხის შედგმის; სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან შეხვედრისა და საუბრის და მათი უმრავლესობისგან იმის გაგონების, რომ თურმე ქართული ღვინო, სამზარეულო და ცეკვები ძალიან მოსწონთ; ფლექს პროგრამის კურსდამთვრებულების მიერ, თავიანთი გამოცდილების შესახებ შესრულებული პრეზენტაციებისა და შემდგომში მათი რჩევების მოსმენის; თეთრი სახლის საკუთარი თვალით ნახვის (თურმე მართლა თეთრი ყოფილა... ყველაფერი შენი თვალით უნდა შეამოწმო, ვერავის ვერ ენდობი დღესდღეისობით, რა იცი რა ხდება) და მის წინ გამართული აქცია-პერფორმანსის ყურების; ვაშინგტონის ქუჩებში დანარჩენ ას გაცვლით მოსწავლესთან ერთად სეირნობის და ერთმანეთისთვის სხვადასხვა უცხოური ენების სწავლების; ერთ-ერთ თეატრში საინტერესო სპექტაკლის - "მეფის გამოსვლა" ( King's speech) - ცქერით დატკბობის და ამერიკელების ზოგჯერ უცნაურ იუმორულ ნომრებზე სიცილით აყოლის; ჩემი ქართველი მეგობრების ასეთ მშვენიერ ადგილას, ამ თბილი შვიდი დღის გატარების და მათი უკეთესად გაცნობის; ლიდერულ უნარ-ჩვევებში გათვითცნობიერებისა და ამ მხრივ პრაქტიკული გამოცდილების მიღების და კიდევ უამრავი სხვა რამის, რომელთა კლავიატურით გადმოცემა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. საბოლოო ჯამში შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ამ კვირამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადამადგმევინა ჩემი გაცვლითი წლის გალამაზებისა და უზარმაზარ გამოცდილებად ქცევისკენ.
ავტორი: ირაკლი შონია