მერმა მოკრივეებს საქართველოს ჩემპიონობა მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ქალაქ ქუთაისში გამართულ საქართველოს პირველობაზე გამარჯვებულებს, პრიზიორებს და მათ მწვრთნელს ედიკა თოდუას შეხვდნენ და ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს. ქუთაისში გამართულ პირველობაზე „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ჭაბუკმა მოკრივეებმა გიორგი ახალაიამ და გიგი ცანავამ პირველი ადგილი დაიკავეს. ხობელმა მოკრივეებმა ჩემპიონობასთან ერთად, ევროპის პირველობის საგზურიც მოიპოვეს. შეხვედრას მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდა.




ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია


ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია