ძველი ხიბულელი მეურმე (კაპიტონ კირილეს ძე ქავთარაძე). უკანა ფონზე ჩანს ხის მორების დაპობის შედეგად მიღებული ფიცრებისგან აშენებული სასიმინდე. ურემზე სავარაუდოდ დევს ჩაის ყუთები. ასევე ჩანს მესრების ღობე, რომელსაც თუ არ ვცდები "აფხაზურს" უწოდებდნენ. მამაკაცის ჩაცმულობაც საინტერესოა - როგორ ეხამება ერთმანეთს ძველი და ახალი.