ქალაქ ქუთაისში გამართულ საქართველოს პირველობაზე „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ჭაბუკმა მოკრივეებმა გიორგი ახალაიამ და გიგი ცანავამ (მწვრთნელი ედიკა თოდუა) პირველი ადგილი დაიკავეს.
ხობელმა მოკრივეებმა ჩემპიონობასთან ერთად, ევროპის პირველობის საგზურიც მოიპოვეს. ჭაბუკთა შორის ევროპის პირველობა 13-25 ივლისს, თბილისში გაიმართება.