ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება. ძველი სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. 
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 95 ათას ლარს შეადგენს.
პროექტის შესაბამისად მოეწყობა მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახები, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული ზოლი.
სკოლის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება მოწყობილი; ხოლო სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარიმართება.