სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ლუდუკ ხასია და დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის HIP HOLDING-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილ პროექტსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
ნიდერლანდური კომპანიის „H.I.P. Trade“-ის ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია "გლობალ რისაიქლინგ კო“ ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს.
პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონის ფორმით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ ლარზე მეტია. საწარმოში 500-მდე ადამიანი დასაქმდება.
კომპანია, ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებასა და პოლიმერების გადამუშავებითა და წარმოებით დაკავებული უცხოური კომპანიების მოზიდვას გეგმავს. შედეგად, ადგილზე შეიქმნება ღირებულებათა სრული ჯაჭვი ამოქმედდება და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოება დაიწყება.