ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა თამუნა სიჭინავამ და ხობის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომელმა მიხეილ ხუნწარიამ შეხვედრის მონაწილეებს გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, ნაადრევ ქორწინებაზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
შეხვედრას, ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ცოტნე დადიანი ესწრებოდა.
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.