ინფორმაცია საპროექტო წინადადების მიღებასთან დაკავშირებით

ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით გაიმართება დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები. ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება იწარმოებს (ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები) 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ყოველდღე, გარდა დასვენების ან უქმე დღეებისა. საპროექტო წინადადებების მიღება შეწყდება შესაბამის დასახლებაში დასახლების საერთო კრების ან მოსახლეობასთან კონსულტაციის გამართვის თარიღამდე სამი დღით ადრე. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები შემდეგი მიმართულებით: სარწყავი სისტემები; სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ. ); სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
საპროექტო წინადადების ფორმა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობაზე და საპროექტო წინადადებების
მიღებაზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში უფლებამოსილიპირები

ბრძანება-N01-24-01-სოფლის-მხარდაჭერის-პროგრამა გრაფიკი