ხობში, მაჟორიტარი დეპუტატის დაჩი ბერაიას ბიუროსთან, სადაც მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია გამართეს, ხმაური იყო
ხობში, მაჟორიტარი დეპუტატის დაჩი ბერაიას ბიუროსთან, სადაც მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია გამართეს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ისინი ბიუროში შესვლას და მაჟორიტარისთვის „სიგელის" და სათამაშო ცხენის გადაცემას ითხოვდნენ. მათ ამის უფლება ბიუროს თანამშრომლებმა არ მისცეს, რის შემდეგ, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა „სიგელი“ და სათამაშო ცხენი შენობის შესასვლელთან დატოვეს.
აქციის წევრების თქმით, ბერაიას ცხენი სიმბოლურად მიუტანეს, რადგან მათივე განმარტებით, „ის ბიძინას პირადი შიკრიკია“.
აქციის მონაწილეებმა ბიუროს შესასვლელთან შემდეგი შინაარსის პლაკატები გააკრეს: „შეცვალე", „კაი დაჩი მათრახს არ დაირტყამს", „დაჩი ბერაია ბიძინას მონა".
მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა ხობის მაჟორიტარი დეპუტატის დაჩი ბერაიას ბიუროს შენობასთან აქცია გამართეს.
აქტივისტები სკანდირებენ „ბერაია მონა“, „ფეოდალი ბერაია“. მათი განცხადებით, დეპუტატს მიუტანეს სიგელი და მედალი „წლის ნეპორტიზმი“ ,ასევე სათამაშო ცხენი „ბიძინას შიკრიკისთვის“.
აქტივიტებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.
„ჩვენ აქ მოვედით, რათა გავაპროტესტოთ ის უმსაგავსობა, რასაც ადგილი ჰქონდა პარლამენტში, როდესაც ახალგაზრდების სისხლით მოპოვებული პროპორციული სისტემა ტყუილით შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ და გადაგვაგდო სრულიად საქართველო, ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ და შევუქმნით დისკომფირტს. მოძრაობა „შეცვალე“ ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს“, - აცხადებენ აქტივისტები.