ხობელი ექიმები

სამხედრო ექიმი სამსონ ჩიქოვანი
ბლოგში გაეცნობით ცნობებს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეოცე საუკუნის 10-20-იან წლებში ხობის რაიონში დაბადებული ცნობილი ექიმების შესახებ.
გიორგი ივანეს ძე ჯორჯიკია
გიორგი ივანეს ძე ჯორჯიკია დაიბადა 1870 წელს დაბა ხობში. 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტიცნობილი თერაპევტიპროფესორ ობრაზცოვის მოწაფესაქართველოს სსრ დამსახურებული ექიმისხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ხობშიჩოხატაურში უბნის ექიმად და სოფლის საავადმყოფოს გამგედაბაშაშირაიონი საავადმყოფოს გამგედტროპიკული სადგურის გამგედმისი ინიციატივით სოფელ აბაშაში გაიხსნა პირველი ამბულატორიასაავადმყოფო და აფთიაქიმისი შრომები ეხება ათაშანგის მკურნალობასმალარიის გავრცელებას სენაკის მაზრაში.
გარდაიცვალა 1948 წელს.
კალე გრიგოლის ძე საჯაია
კალე გრიგოლის ძე საჯაია დაიბადა 1896 წელს დაბა ხობშინოვოროსიის (ოდესისდა თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1924 წელს). პროფესორ ღოღობერიძის მოწაფემედიცინის მეცნიერებათა დოქტორისადისერტაციო შრომა - "საშვილოსნოს სეკრეტორული ფუნქციის საკითხისათვის" (1936). წითელი ჯვრის საზოგადოების საავადმყოფოს მთავარი ექიმი და მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების გამგე.
დახვრიტეს 1937 წელს.
სოცწარმომავლობა:
პარტიულობასკკპ(წევრი 1931 წლიდან; 1937 წელს პარტიიდან გარიცხეს / საქმიანობისთვის.
სამუშაო ადგილიქალაქის მე-2 საავადმყოფოს დირექტორი
ნასამართლობა:
განყოფილება:
გაასამართლაშინსახკომის სამეული 1937 .
მომხსენებელიკოვალჩუკი
მონაწილეობდნენგოგლიძეწერეთელიტალახაძემოროზოვი
ბრალად ედებარომ იყო მემარჯვენე / ორგანიზაციის წევრიკავშირი ჰქონდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ გამოჩენილ ადამიანთან შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავასთანიბირებდა ხალხს ორგანიზაციაში და ეწეოდა მავნებლურ სამუშაოებს წითელ ჯვარში.
მუხლი:
სასჯელის ზომადახვრეტაპირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 12/04/1937
დახვრეტის თარიღი: 12/11/1937


სამსონ ჩიქოვანი
სამსონ ჩიქოვანი დაიბადა 1915 წლის 10 აგვისტოს, ხობის რაიონის სოფელ ხეთაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს 1941-1945 წლებში მოქმედ არმიაში იყო, მსახურობდა სამედიცინო ბატალიონის უფროს ორდინატორად, ქირურგიის განყოფილების უფროსად, სამედიცინო ბატალიონის მეთაურად. ომის შემდეგ სამხედრო ჰოსპიტლების უფროსი იყო. 1959 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა მოსკოვის სამხედრო ოლქის სოხუმის სანატორიუმის უფროსად. სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
·         1966 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
·         1964 - აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ექიმი
·         შრომის წითელი დროშის ორდენი
·         წითელი ვარსკვლავის ორდენი (3 ორდენი)

 თინათინ კიტია
თინათინ კიტია დაიბადა 1921 წლის 25 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხეთაში.  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს. 1943–1945წწ. იყო ბორჯომში 1457–ე ევაკო ჰოსპიტალის ექიმი–ორდინატორი; 1946–1950წწ. თბილისის ტუპერკულოზის საწინააღმდეგო I საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1950–1953წწ. ტუპრტკულოზის რესპუბლიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1953–1956წწ. თბილიუსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასპირანტი ფტიზიატრიის სპეციალობით; 1956–1963წწ. რესპუბლიკური ტუბერკულოზის დისპანსერული განყოფილების გამგე; 1963 წლიდან ხელმძღვანელობს ტუბერკულოზის სამედიცინო სამეცნიერო ინსტიტუტის დისპანსერულ განყოფილებას. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის და 4 მეთოდური წერილის. ხელმძღვანელობს რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონიდან საკონსულტაციოდ გამოგზავნილ ავადმყოფთა გამოკვლევა–კონსულტაციებს. ფტიზიოპულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თმა - "მასალები ფილტვების ტუპერკულოზის მკურნალობის კლინიკო–ბიოქიმიური დახასიათებისათვის", დაიცვა 1962 წელს

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

·         რესპუბლიკის პულმონოლოგთა ასოციაცია, წევრი
·         რესპუბლიკის ფტიზიატრთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

·         1989 - შრომის ვეტერანი
·         1987 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი
·         1987 - უმაღლესი კატეგორიის ფტიზიატრი
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი - საქართველოს ექიმები.
წყარო: ლევან ღვინჯილიას ბლოგი https://gnostikosi.blogspot.com/2020/01/blog-post_30.html?fbclid=IwAR0fXzvpLAIgRTO5yAGsYqUNzKaaQ75qElJX_KTMLIR0KRFWuL8lu4RJtyg