ხობის
მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ცივზე ახალი ხიდი
შენდება. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 612 ათასი ლარია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.ხიდის მშენებლობის პროცესს ხობის
მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.არსებული
ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო
მოთხოვნებს.სამშენებლო
სამუშაოების დასრულებამდე მოქალაქეები დროებითი სახიდე გადასასვლელით ისარგებლებენ.ახალი
ხიდის მშენებლობა ივლისამდე დასრულდება და საავტომობილო გზაზე მგზავრობა უფრო
უსაფრთხო და კომფორტული გახდება.