გომარ სიხარულიძე - ხობი

ალბომი ეძღვნება კომპოზიტორ, ხობის საპატიო მოქალაქის გომარ სიხარულეძეს ხსოვნას.
ფოტო: ირაკლი შონია
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00004518/

ქართველი კომპოზიტორი, ხობის საპატიო მოქალაქე, არაერთი კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოების ავტორი, 1961–1975 წლებში ვოკალური ანსამბლ „გორდელას“ ხელმძღვანელი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ფილმ “ჩარი რამასთვის” მუსიკის შემქმნელი, გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა.
გომარ სიხარულიძეს ხობის საერთაშორისო ფესტივალის - „სიმღერა სამეგრელოზე“ სამხატვრო ხელმძღვანელობისა და ფესტივალისთვის შექმნილი სიმღერების ავტორობისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია გამოთქვამს მწუხარებას ბატონი გომარის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.