დავით კალისტრატეს ძე ახალაია


დავით კალისტრატეს ძე ახალაია .

დაიბადა: 18/10/1976 წ, ხობის რაიონი სოფელი საჯიჯაო;
ეროვნება: ქართველი; საქართველოს მოქალაქე.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული; მეუღლე თამარ ჯორჯიკია ექიმი- თერაპევტი. შვილი ანდრია ახალაია
1993 წელს მაღალი აკადემიური წარმატებებით დაამთავრა ხობის რაიონის სოფელ ჯაპიშაქრის საშუალო სკოლა;
1998 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი “იბერია“–ს, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1998-1999 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 15/02/2001 წელს დანიშნა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის, სოხუმის რეგიონულ სამხედრო პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე; (ბრა N87-პ 15.02.02)
07/03/2003 წელს დაინიშნა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის, სოხუმის რეგიონულ სამხედრო პროკურორის თანაშემწედ (პროკურატურის პროკურორად) ბრძ N109-პ 07.03.03 წ.
1998-2003 წ.წ ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და ლექციების კურსს კითხულობდა ვ. ჭანიას სახელობის სოხუმის ჰუმანიტარულ–ეკონომიკურ ინსტიტუტში. (საქართველოს კონსტიტუციურ სამართალში და საპროკურორო ზედამხედველობაში ).
2014-2016 წ.წ ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და ლექციების კურსს კითხულობდა თბილისის ავტორიზებულ საზოგადოებრივი კოლეჯი „ეტალონში“ (კრიმინალისტიკა და სამართლის საფუძვლები)
28/07/2005 წელს დაინიშნა შ.ს.ს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს, ხობის შ.ს რაიონული განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროს გამომძიებლის მოვალეობის შემსრულებლად;
24/01/2006 წელს დაინიშნა შ.ს.ს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს ხობის შ.ს რაიონული განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროს გამომძიებლად;
01/02/2006 წელს დაინიშნა შ.ს.ს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შ.ს. მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის უფროს გამომძიებლად.
01/02/2008 წელს დაინიშნა შ.ს.ს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შ.ს. მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;
31/10/2008 წელს დაინიშნა შ.ს.ს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ. (კრიმინალური პოლიციის ხაზით)
02/03/2010 წელს დაინიშნა შ.ს.ს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე–დეტექტივების განყოფილების უფროსად.
2012 წლის 01 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 14/11/2012 წელს დათხოვნილ იქნა შ.ს.ს ორგანოებოდან ბრძN1512906 , პოლიტიკური ნიშნით.
31/12/2012 წლიდან არის ს.ს.ი.პ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი-ადვოკატი და ეწევა საადვოკატო საქმიანობას.
აქვს სპეციალური წოდება პოლიციის მაიორი.
გამოცდები კურსები, ტრენინგები და სერთიფიკატები:
15/02/2003 წელს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მიღებული აქვს საქართველოს იუსტიციის საბჭოს სერთიფიკატი;
16/06/2011 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები და მიღებული აქვს სერთიფიკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
2012 წელს გაიარა მენტორ პოლიციელის კურსები (თემაზე ყოფილი ნარკმოანების საზოგადოებაში რესოციალიზაცია) შ.ს.ს აკადემიაში და მიღებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სერთიფიკატი.
26/05/2007 წელს მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის მიღებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელი. N741 პ/შ ბრძ
18/10/2009 წელს მიღებული აქვს მადლობის სიგელი კრიმინოგენური სიტუაციის გაუჯობესებისა და მოსახლეობაში პოლიციის ნდობის საქმეში მიღწეული წარმატებებისათვის.
2012 წლის დეკემბრის თვეში გაწევრიანდა ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და 2013 წლის იანვრის თვიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას.
2012 წლის დეკემბრის თვეში მიღებული აქვს ს.ს.ი.პ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციი“-ს სერთიფიკატი - განგრძნობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა პროფესიული ეთიკის თემაზე.
03/04/2014 წელს მიიღო ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერთიფიკატი.
2015 წლის 16-17 აპრილს მონაწილეობდა „ადვოკატთა და ადამიანის უფლებების დამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენებისათვის“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საწავლო ცენტრისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელობით ჩაატარებულ სემინარებზე და მიღებული აქვს სერთიფიკათი „დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტები“
2015 წლის ნოემბრის თვეში გაიარა სპეციალური სწავლება თემაზე: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა და მიენიჭა სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი.
2016 წლის 19 ივლისს წარმატებით გაიარა ევროპის სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის და ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ტრენინგები და მიღებული აქვს სერთიფიკატი „ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სტანდარტები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე“
2018 წელს გაიარა ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატთა ასოციაციის (INL) ოთხ დღიანი ტრენინგები და მიღებული აქვს სერთიფიკატი „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები“
ნაშრომები: არის ორი წიგნის ავტორი: „წარსული ცხოვრების ფურცლები“ და „წარსულით ნაკარნახევი სტირიქონები“