ხობის
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მოადგილე მახარე ჩოკორაია
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებული საკითხები და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული
ცვლილებები განიხილეს.
საქართველო
მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2752 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
დასახლების კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციებზე შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების
განსახორციელებლად 784 000 ლარი გამოეყო.
საქართველო
კანონში შესული ცვლილებების მიწის რეგისტრაცია უფრო მეტად გამარტივდა, ხოლო, მუნიციპალიტეტის
მერიის როლი და ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გამარტივდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე.
იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნება უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ
გაცემული ცნობით; შესაძლებელი გახდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ კომლების (ოჯახების) მფლობელობაში არსებულ მიწის
ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის. ასეთ
შემთხვევაში ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება
მუნიციპალიტეტის მიერ კომლის წევრების მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურების შემთხვევაში. ასეთი
შემთხვევებისთვის კანონით დგინდება ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური
ზღვრული ნორმა − 0,75 ჰა, რაც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკომლო წიგნების ანალიზის
საფუძველზე, საოჯახო მეურნეობებისთვის გამოყოფილი მიწის ოდენობების საშუალო მაჩვენებელია.
შეხვედრას
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ბუკია, ინფრასტრუქტურის, ურბანული
განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია და ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია ესწრებოდნენ.