ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში,
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 12097 ლარს შეადგენს. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ,
საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად,
ხობის მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს